თუთბერიძე: ვასილ მაღლაფერიძის მარჯვენა ხელს ჩემთვის მოწერილი აქვს, რომ შენ არ უნდა აკრიტიკო რუსები, რადგან ჩვენ პრორუსებიც გვაფინანსებენო

25.03.25 00:12
თუთბერიძე: ვასილ მაღლაფერიძის მარჯვენა ხელს ჩემთვის მოწერილი აქვს, რომ შენ არ უნდა აკრიტიკო რუსები, რადგან ჩვენ პრორუსებიც გვაფინანსებენო

სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი, ქეთი თუთბერიძე "ტვ პირველის" ეთერში იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რის გამოც 2022 წელს პირველი არხი დატოვა - ჟურნალისტი განმარტავს, რომ პირველი არხის მენეჯმენტთან "ცივი ომი" ჰქონდა, რადგან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკულ აზრს გამოხატავდა. 

ქეთი თუთბერიძე კონკრეტულ შემთხვევასაც იხსენებს - "ვასილ მაღლაფერიძის მარჯვენა ხელს ჩემთვის მოწერილი აქვს, რომ შენ არ უნდა აკრიტიკო რუსები, რადგან ჩვენ პრორუსებიც გვაფინანსებენო".

მე როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე კრიტიკულად ვსაუბრობდი და ფაქტებს ვყვებოდი, მაქვს სქრინი მიმოწერის შესახებ ერთ-ერთ მთავარ პროდიუსერთან, რომელსაც ჩემთვის საოცარი სიტყვები აქვს მოწერილი, რომ შენ არ უნდა აკრიტიკო რუსები, რადგან ჩვენ პრორუსებიც გვაფინანსებენ. ეს თქვა ეკა შონიამ, რომელიც ვასილ მაღლაფერიძის მარჯვენა ხელია, ასე რომ ვთქვათ. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის უმძიმეს მდგომარეობაში. 2019 წლიდან მენეჯმენტთან ცივი ომი მქონდა და პერიოდული აფეთქებები. 2022 წელს დავტოვე საზოგადოებრივი მაუწყებელი ხმაურით". - განაცხადა ქეთი თუთბერიძემ.