დაუშვებს თუ არა მოსამართლე შვანგირაძე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს და ახლობლებს სასამართლო პროცესზე?

25.03.25 11:52
დაუშვებს თუ არა მოსამართლე შვანგირაძე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს და ახლობლებს სასამართლო პროცესზე?

მისცემს თუ არა სინდისის პატირმების დედებს, მამებს და ოჯახის წევრებს პროცესზე დასწრების უფლებას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე? ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას მოქალაქეები სასამართლოში ზუსტად 12:00 საათზე დაიწყებენ. 

  • სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი ირკალი შვანგირაძემ სამი კვრის წინ ნაწილობრივ დახურა. მოსამართლემ დაკავებულების ოჯახის წევრებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

პროცესის გახსნის შუამდგოლობას ათობით ხელმოწერით ადვოკატები მოსამართლეს ზუსტად 13:00 საათზე გადასცემენ, როდესაც ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 დაკავებულის საქმის განხილვა გაგრძელდება. დღეს წინასასამართლო სხდომის ბოლო პროცესია, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ამის შემდეგ გადაწყდება გადავა თუ არა საქმე არსებით განხილვაზე. 

გვექნება შეუმამდგომლობა, რომ მან დაუშვას ხალხი, იმიტომ, რომ ის მიზეზი, რა მიზეზიც მან ხალხი გაუშვა, რომ თითქოს ხმაური და აპლოდისმენტები იყო, ამ პროცესმა უკვე გაიარა და შეიძლება დღეს სრულიად სხვა პიროვნებები შემოვიდნენ პროცესზე და არა ის პირები, რომლებიც გააძევეს. შუამდგომლობა აუცილებლად გვექნება, რადგან ეს საჯაროობის პრინციპი აუცილებლად უდნა იყოს დაცული და ხალხმა უდნა დაინახოს როგორი აბსურდია ეს საქმე. რალურად ახლა, ამის ეშინია სსამსართლსო და რეჟიმს და თეთრი ძაფით კერავს ამ საქმეს", - განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა. 

უფლებადამცველები სინდისის პატიმრების საქმეში მტკიცებულებების აბსურდულობაზე სზაუბრობენ და ამბობენ, რომ ნაწილი კანონმდებლობის დარღვევით არის მოპოვებული. 

ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი მოპოვებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. მათ შორის არ არის მოპოვებული მტკიცებულებათა მოპოვების წესი და თვითნებობის ხარჯზე არის შეკოწიწებული და ფაბრიკირებული საკმაოდ მოცულობითი საქმე". - ამბობს შოთა თუთბერიძე. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.