მარტყოფში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს
აფეთქება მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში - დაზიანებულია შენობის მინები. ცენტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
წინასწარი ინფორმაციით, იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი უცნობმა პირებმა დააზიანეს და სავარაუდოდ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გატეხეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისმოხბს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.