"დემოკრატიული მომავლის რწმენა საკმარისია, რომ ციხეში ჩაგსვან" - პრეზიდენტმა ლიეტუვაში მზია ამაღლობელზე და სინდისის პატიმრებზე ისაუბრა
ივანიშვილის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღამდეგ იარაღად პოლიციას და მართლმსაჯულებას იყენებს - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და სინდისის პატიმრები რეჟიმს უკანონოდ ჰყავს ციხეში გამომწვდეული.
"დემოკრატიული მომავლის რწმენა უკვე საკმარისია, რომ ციხეში ჩაგსვან" - ამბობს მეხუთე პრეზიდენტი.
მზია ამაღლობელი ავტორიტეტული ჟურნალისტია, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებდა, ასევე სტუდენტები, რომლებსაც ბრალს სდებენ, რომ ისინი მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში. ეს ადამიანები კრიმინალები არ არიან, ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ თავისიუფლების და მომავლის.
დემოკრატიული მომავლის რწმენა უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ციხეში ჩაგსვან. ისინი ვინც ემსახურებიან საქართველსო ინტერესებს, მათ ბრალს სდებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე ფინანსურ რეპრესიებზე გაამახვილა ყურადღება და ლიეტუვის პარლამენტარებს "ქართული ოცნების" მიერ მიღებული დრაკონული კანონების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პრეზიდენტის ტქმით, საქართველოში მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს მასობრივად აჯარიმებენ 5 000 ლარით, როდესაც საარსებო მინიმუმი ქვეყანაში დაახლოებით 200 ლარია:
მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს დიდი რაოდენობით ჯარიმები ემუქრებათ, 5000 ლარის ოდენობით, მაშინ როცა მინიმალური ხელფასი 200 ლარია, საშუალო კი დაახლოებით 1500 ლარი. რუსთაველის გამზირის ყოველ ჯერზე გადაკვეთისას შეიძლება დაჯარიმდნენ, რაც ზოგიერთისთვის ხუთჯერ, შვიდჯერ და ათჯერ მეტი ოდენობის ჯარიმას შეადგენს. ეს კანონები აქტივისტების და მათი ოჯახების ფინანსურად დაზარალების მიზნით სპეციალურად არის შექმნილი. აქციის მონაწილეთა მხარდასაჭერად მოსახლეობის მიერ შექმნილი სოლიდარობის ფონდები გაყინულია და პოლიტიკურად აქტიური პირების დაფინანსების წყაროებზე აქტიური კონტროლი მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეებიც კი, რომლებიც თავიანთ აზრს გამოხატავენ, გაურკვეველი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების შედეგად შეიძლება ციხეში აღმოჩნდნენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, ის რაც საქართველოში ხდება "დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანი შავი ზღვის რეგიონიდან ნატოს გაძევება და საფრთხის შექმნაა ამბიციური პროექტებისთვის".