მოსამართლე შვანგირაძემ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს სასამართლო დარბაზის კარი არ გაუხსნა

25.03.25 14:26
მოსამართლე შვანგირაძემ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს სასამართლო დარბაზის კარი არ გაუხსნა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს და ახლობლებს სასამართლო დარბაზის კარი არ გაუხსნა. 

ბრალდებულების ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომ სასამართლო სხდომა სრულად გახსნილიყო და ბრალდებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს სხდომაზე დასწრების საშუალება მისცემოდათ, ამასთან, შუამდგომლობას დანართად 130 ხელმოწერაც დაურთეს, თუმცა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

თუ ამ შუამდგომლობას არ განხილავთ, გთხოვთ, ის მაინც აგვიხსნათ, რატომ არ განიხილავთ? - უთრა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლეს.

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 დაკავებულის საქმის განხილვა ამ წუთებში ნახევრად დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

  • შეგახსენებთ, რრომ სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი ირკალი შვანგირაძემ სამი კვრის წინ, 5 მარტს ნაწილობრივ დახურა. მოსამართლემ დაკავებულების ოჯახის წევრებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

დღეს წინასასამართლო სხდომის ბოლო პროცესია, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ამის შემდეგ გადაწყდება გადავა თუ არა საქმე არსებით განხილვაზე. 

პროცესის პარალელურად სასამართლოსთან დაკავებულების მხარდასაჭერად მათი ოჯახის წევრები და მსახიობები არიან შეკრებილები.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები