ჩიკვაიძე: აეკრძალოთ ნებისმიერი სახის მკურნალობა მე-18-ე დაწესებულების ექიმებს, რადგან თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ მათ ხელში
გიორგი ჩიკვაიძე მე-18-ე დაწესებულების ექიმებს უნდობლობას უცხადებს და პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს მათ მიერ ჩატარებულ კვლევებსა და მკურნალობაზე.
თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ მათ ხელში - წერს მოშიმშილე პატიმარი სოციალურ ქსელში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჩიკვაიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს და ბადრაგების მოთხოვნის საფუძველზე გზიდან უკან გააბრუნეს.
დაკავებული ბიზნესმენი მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საეჩოებს, განსაკუთრებით ბრიტანეთის საელჩოს და მათ დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ჩიკვაიძე ასევე ამერიკის ელჩსაც მიმართავს და მასთან ციხეში სტუმრობას სთხოვს - თქვენთვის მაქვს რაღაც სათქმელი რაც ეხება პოლიტიკური უსაფრთხოების ნაწილს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას - წერს მოშიმშილე პატიმარი.
დღეს მომზადებული ვიყავი და ვიცოდი, რომ N18-ე პენიტენციურ დაწესებულებას ეტლით უნდა გადავეყვანე სასამართლო პროცესზე დასასწრებად, რისთვისაც 11 მარტის შემდგომ ვემზადები ფსიქოლოგიურად და მორალურად. მიუხედავად იმისა რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს. შეთანხმებისამებრ სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტი მოვიდა ჩამიყვანეს მანქანასთან, მოხდა ჩემი განთავსება და გავემზადეთ წასასვლელად.
უეცრად ერთ-ერთი ბადრაგი მოვიდა და მითხრა, რომ უკან უნდა დავბრუნებულივიყავი საპროცედურო ოთახაში, სადაც კვლავ ამიღეს ანალიზები. უეცრად მთავარმა ექიმმა მითხრა, რომ სასამართლო პროცესს ვერ დავესწრებოდი, რამაც გამოიწვია ჩემი გაღიზიანება.
მე ვითხოვდი შეთანხმებისამებრ სასამართლო პროცესზე გადაყვანას, ეს დიალოგი გადაიზარდა ყვირილში და სიტყვიერ დაპირისპირებაში რა დროსაც ჩაერთო მე-18-ე დაწესებულების დირექტორიც მანაც მხარი დაუჭირა მთავარ ექიმს.
ამ დაძაბულმა ვითარებამ გამოიწვია ჩემი მაღალი წნევა ამის შემდეგ დაწესებულების დირექტორმა განმიცხადა, რომ ისინი აქვე ჩამიტარებდნენ პროცესს და ამ უსამართლო ცირკის ორ პერსონაჟს მოსამართლეს და პროკურორს მოიყვანდნენ დახურულ გარემოში.
შემდგომ ბადრაგს უთხრა, რომ უკან დავებრუნებინე და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამიყვანეს.
ჩემთვის ეჭვი აღარ არსებობს, რომ ციხის ადმინისტრაცია იგივენაირად არის ამ პროცესის მონაწილე როგორც პროკურორი და მოსამართლე, მიზანიც ცხადი იყო რომ მათ არ უნდოდათ საზოგადოებას ენახა საჯაროდ თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფები და რას გავაჟღერებდი საჯაროდ.პროტესტის ნიშნად შიმშილობასთან ერთად მივიღე ახალი და მყარი გადაწყვეტილება, რომ აეკრძალოთ ნებისმიერი სახის სამედიცინო კვლევები და მკურნალობა მე-18-ე დაწესებულების ექიმებს რადგან თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ მათ ხელში.
კიდევ ერთხელ ვიძახი სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იზა კელენჯერიძეს, გიორგი გაბიტაშვილს და ბიძინა ივანიშვილს.
ასევე, მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საეჩოებს, განსაკუთრებით ბრიტანეთის საელჩოს, მათთვის ცნობილია საქმის დეტალები, გთხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას სანამ შემიძლია კომუნიკაცია.
ცალკე მინდა მივმართო და ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო საქართველოში ამერიკის ელჩის მიმართ. საელჩოს კომპეტენციის და მონიტორინგის ფარგლებში თქვენ დეტალურად ხართ ინფორმირებული ამ საქმეზე და ჩემს მიმართ დევნის არაერთ ფაქტზე, დაუყოვნებლივ გთხოვთ ამ მონიტორიგის ფარგლებში განახორცილოთ თქვენი ან თქვენს მიერ ნდობით აღჭურვილი პირის ვიზიტი.
თქვენთვის მაქვს რაღაც სათქმელი რაც ეხება პოლიტიკური უსაფრთხოების ნაწილს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.
წინასწარ გიხდით მადლობას!", - წერს გიორგი ჩიკვაიძე.