მინდოდა, გამგზავრების წინ შემეხედა და მოსამართლემ შვილი არ მანახა - სინდისის პატიმრის ემიგრანტი დედა

25.03.25 17:40
მინდოდა, გამგზავრების წინ შემეხედა და მოსამართლემ შვილი არ მანახა - სინდისის პატიმრის ემიგრანტი დედა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ემიგრანტ დედას ფრენის წინ პატიმარი შვილი არ ანახა - მიხუედავად იმისა, რომ სინდიდის პატიმრებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ გამონაკლისის შემთხვევაზე არცერთს პრეტენზია არ ექნებოდათ და პროკურორებმაც სხდომაზე იგივე განაცხადეს, ირაკლი შვანგირაძემ ქეთევან ქვრივიშვილს სხდომაზე შესვლის უფლება მაინც არ მისცა.

უცხოელებმა გაითვალისწინეს ჩემი მდგომარეობა, მომცეს საშუალება, რომ ერთი თვის განმავლობაში ჩამოვსულიყავი და  ჩემმა თანამემამულეებმა რატომღაც არ გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა - ამბობს "პირველებთან" რეჟიმის ტყვის დედა. 

ამაღამ მივფრინავ, 10 წელია, რაც ემიგრაციაში გახლავართ. ჩემი ირაკლის სასამართლო პროცესებზე დასასწრებად ჩამოვედი. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ოჯახის წევრები არ უნდა დაესწრო და დახურული სასამართლო გამართულიყო, მაგრამ დღეს მაინც დააყენა ადვოკატმა შუამდგომლობა, ჩემმა შვილმაც სთხოვა, რომ დაეშვათ გამონაკლისი, რომ დავსწრებოდი პროცსს და გამგზავრების წინ შემეხედა ჩემი შვილისთვის, მაგრამ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. იტალიაში გახლავართ, უცხოელებმა გაითვალსიწინეს ჩემი მდგომარეობა, მომცეს საშუალება, რომ ერთი თვის განმავლობაში ჩამოვსულიყავი და ჩემი ოჯახის გვერდით ვყოფილიყავი ამ მძიმე წუთებში, მაგრამ ჩემმა თანამემამულეებმა რატომღაც არ გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა და ძალიან ვწუხვარ. იმედის ნაპერწკალი მქონდა ბოლო წუტამდე, მაგრამ არ შემიშვეს. პატრიოტიზმი დღეს მგონი დანაშაულია. მე მაინც მიმაჩნია, რომ გამართლდებიან ეს ბიჭები, იმიტომ, რომ უსამართლობა ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს", - ამბობს ქეთევან ქვრივიშვილი. 

მსგავსი სიახლეები