11 სინდისის პატიმრის საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა - რა ხდებოდა პროცესზე
მოსამართლე შვანგირაძემ 11 სინდისის პატიმრის საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადასცა. 8 საათიანი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
სახელმწიფო ბრალდება ირწმუნებოდა, რომ საქმე არსებითად გასნახილველად სწორედ სასამართლოს უნდა გასცემოდა. საპირისპიროს ამტკიცებდა დაცვის მხარე. ადვოკატები ამბობდნენ, რომ საქმის განსახილველად არავითარი საფუძველი არ არსებობდა და სამართლებრივი დევნა დღესვე უნდა შეწყვეტილიყო.
რაც შეეხება სასამართლო სხდომას, ანწუხელიძის მწამებლებისთვის ოლიგარქის მიერ ბოდიშის მოხდის შეხსენების გამო, რეზო კიკნაძე მოსამართლემ დასაჯა და საკუთარი პროცესიდან გააძევა. ხმაური სინდისის პატიმრების საქმის განხილვის დროს მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ სასამართლოს კარი ბრალდებულების დედებს და მამებს დაუკეტა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას კიკნაძე საქართველოს ჰიმნის შესრულებით შეხვდა. პროტესტის ნიშნად კი მასთან ერთად დარბაზი რუსლან სივაკოვმაც დატოვა.
მოსამართლე შვანგირაძემ დღეს საკუთარი შვილების პროცესს მშობლებიც კი არ დაასწრო. სასამართლო დარბაზში შესვლის საშუალება არც ირაკლი ქერაშვილის ემიგრანტ დედას მისცა, რომელიც სინდის პატიმარი შვილის პროცესზე დასასწრებას იტალიიდან ჩამოვიდა.
ასეთი ამბავი ამ სასამრთლოს კედლებსაც არ ახსევს. მოსამართლე შვანგირეაძეს ყველა სინდისი პატიმარი და ადვოკატი სთხოვდა, პროცესზეც ერთადერთი ქალი შეეშვათ, ირაკლი ქერაშივლის დედა, რომელსაც შვილი დიდი ხანია არ უნახავს და იტალიიდან ამ პროცესისთვის ჩამოფრინდა, თუმცა მოსამართლემ დღეს განსაკუთრებული სისასტიკე აჩვენა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან