დომენიკ მანგოს რუსეთმა 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

25.03.25 19:17
დომენიკ მანგოს რუსეთმა 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ქართველ ბლოგერს, 30 წლის კუკური ბარამიძეს (დომენიკ მანგო) რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

როგორც რუსეთის პროკურატურის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლომ დაადგინა, რომ ბარამიძე 2022 წლის მარტიდან აპრილამდე მონაწილეობდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, როგორც დაქირავებული ჯარისკაცი, ქართული ეროვნული ლეგიონის მიერ.

რუსეთის მტკიცებით, ბარამიძემ 310 000 რუსული რუბლის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.