მეწარმეების ტერორი იმერეთში - ქუთაისში ე.წ. კანონიერი ქურდის გარემოცვა დააკავეს
კვატია, კვერცხა და გოტო ქუთაისში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის ვარლამ კუხიანიძის გარემოცვა იმერეთში მეწარმეებს ატერორებდა. „კვატიას“ საძმო ქუთაისის ბაზრის მფლობელებს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც აგრარული ბაზარი წყალტუბოში თავადაც გახსნეს, თუმცა მას კონკურენციას ვერ უწევდნენ.
არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა კვატაშიძე იგივე კვატია ქუთაისის ბაზრის მოვაჭრეების დაშინებას ცდილობს. ე.წ. კანონიერი ქურდების და ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტების მიზანი აგრარული ბაზარის გაკოტრებაა, რომლითაც სარგებელი წყალტუბოში გახსნილ ახალ სავაჭრო ობიექტს, შპს „ტაბახმელა 2023-ს“ უნდა ენახა.
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულია ანზორ კახაძე. ის იმ აგრარული ბაზრის დამფუძნებელია, რომლის გამოც იმერეთში ბიზნეს რეკეტი დაიწყო. 45 წლის ბიზნესმენის დასაკავებლად სპეცოპერაცია წყალტუბოს ბაზრის ტერიტორიაზე ღამის 04:00 საათზე ჩატარდა. კახაძის ოჯახი ამტკიცებს, რომ მას ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან