რეჟიმმა ჩიკვაიძე პროცესზე არ მიიყვანა - მოშიმშილე პატიმარი ციხეში მკურნალობაზე უარს ამბობს

25.03.25 20:50
რეჟიმმა ჩიკვაიძე პროცესზე არ მიიყვანა - მოშიმშილე პატიმარი ციხეში მკურნალობაზე უარს ამბობს

პენიტენციურმა სამსახურმა მოშიმშილე ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის სასამართლოში გადმოყვანა ვერ გაბედა. ოლიგარქის პირადი ტყვე 14 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ჩიკვაიძე მზად იყო სასამართლოში მისულიყო და ჩვენება მოსამართლის თანდასწრებით მიეცა.

სავარაუდოდ, იმის შიშით რომ საზოგადოება უმძიმეს სურათს ნახავდა, პენიტენციურმა სამსახურმა პროცესამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვა, რომ ჩიკვაიძეს პროცესზე ვერ გადმოიყვანდნენ.

პენიტენციურმა სამსახურმა რომ გიორგი ჩიკვაიძე საზოგადოებას დაუმალა,  ამას ადასტურებს პატიმრის წერილიც. პროცესის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოშიმშილე ჩიკვაიძე ციხიდან სასამართლოში ეტაპირებისთვის მოამზადეს, თუმცა ეტლში მჯდომი პატიმარი უკან ციხეში გაურკვეველი მიზეზის გამო დააბრუნეს და მისი ეტაპირება ხელოვნურად დააბრკოლეს.

ციხიდან გამოგზავნილი წერილით დგინდება, რომ დღეიდან ჩიკვაიძე უარს ამბობს მეთვრამეტე პენიტენციური დასწესებულების ექიმების მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურეობაზე, რადგან თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ოჯახს აქვს ეჭვი, რომ პენიტენცურმა ჩიკვაიძე მიზანმიმართულად დამალა და პროცესზე არ გამოაჩინა.ოჯახის წევრები ჩიკვაიძის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას უშედეგოდ ითხოვენ..

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები