არცერთი დღე პროტესტის გარეშე - აქციის მონაწილეები ისევ საზმაუსთან შეიკრიბნენ

25.03.25 21:05
არცერთი დღე პროტესტის გარეშე - აქციის მონაწილეები ისევ საზმაუსთან შეიკრიბნენ

არცერთი დღე პროტესტის გარეშე - აქციის მონაწილეების ნაწილი ტრადიციულად საზოგადოებრივ მაუწყებელტან შეიკრიბა. მოქალაქეები ისევ ეთერის დათმობას და ტელევიზიის მენეჯმენტის ცვლილებას ითხოვენ. 

ადგილზე მყოფი ადამიანები ასევე აცხადებენ, რომ მათთვის მთავარ მოტივაციას ის სასამართლო პროცესები წარმოადგენს, რომელიც პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით იმართება.

დღეს ვუყურებდი სასამართლო პროცესს და რეზო კიკნაძის გამოსვლას. ჩემთვის ეს იყო უდიდესი მოტივაცია. უყურებ ამ ადამიანებს, როგორ იბრძიან, როგორ ჩაგრავენ მათ. მემგონი, ეს საკმარისი უნდა იყოს ყველასთვის, იმიტომ, რომ სოლიდარულები უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. საზოგადოებაც ძალას იკრბეს, არანაირად პროტესტი არ წყდება და პირიქით, რაღაც ახალ ფორმებს შეიძენს და იმედი მაქვს, საბოლოოდ, ამ რეჟიმს გადავტეხავთ, - ამბობს აქციის მონაწილე. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ რეჟიმი მათ ვერ შეაშინებს, რადგან სასწორზე გაცილებით მნიშვნელოვანი რამ დევს:  ქვეყნის ღირსეული განვითარების პერსპექტივა.

ძალიან ბევრი ადამიანი ვერ დაშინდება, იმიტომ, რომ სასწორზე ისეთი რამე დევს, ის გაცილებით საშიშია, რაც შეიძლება, დავკარგოთ: ეს არის ჩევნი ქვეყნის ღირსეული განვითარების პერსპექტივა, თითოეული მოქალაქის ღირსეული, სამართლიანი და ეკონომიკურად განვითარებული, ტანასწორ გარემოში ცხოვრების პერსპექტივა. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, - ამბობს  მოქალაქე. 

საზმაუსთან შეკრებილები უკვე რამდენიმე წუთში მსვლელობით საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.  

მსგავსი სიახლეები