ჩიკვაიძე უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავს, მასთან შედიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესვლის უფლება-ეკა ბესელია
გიორგი ჩიკვაიძე უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავს და მასთან შედიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესვლის უფლება, - ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ბესელია ბიზნესმენის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას პენიტენციურ დაწესებულებას, მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს აკისრებს და ამბობს, რომ მის საქმეში პოლიტიკური ინტერესი იკვეთება.
მასთან შედიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესვლის უფლება. ფსიქოლოგის სტატუსით ელაპარაკებიან თემებზე, რომლებიც არ არის მანდატი და არ არის მის საქმესთან კავშირში, ეს უკავშირდება მის პოზიციას. ამიტომაც, მისი სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პენიტენციურ დაწესებულებას, მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს.
ძალიან პოლიტიკური ინტერესი იკვეთება, მისი დაკავებაც პოლიტიკური მოტივით იყო, მისი იზოლირებაც სწრაფად იმიტომ მოხდა, რომ ბოლო დრეებში ძალიან ბევრ უკანონო ქმედებას ახადა ფარდა“-თქვა ბესელიამ.
მისივე თქმით, ის, “რომ მას არ მისცეს დღვანდელ პროცესზე დასწრების საშუალება, ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.“
ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი კონტროლი ამ საქმეზე, რადგან მისი სიცოცხლეა ახლა მთავარი. კიდევ უფრო მძიმე საქმეები მინახავს, მაგრამ გასულა დრო და წლების შემდეგ ეს ადამიანები სამართლის წინაშე აღმოჩენილან. დღეს კი რთულად სანახავია ეს, მაგრამ ეს შედეგები დგება,- განაცხადა ბესელიამ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან