თქვენ ადამიანი გაწირეთ, მაგრამ თქვენი თავიც რომ გაწირეთ, ამას ვერ ხვდებით?- გიორგი ჩიკვაიძის დედა

25.03.25 22:19
თქვენ ადამიანი გაწირეთ, მაგრამ თქვენი თავიც რომ გაწირეთ, ამას ვერ ხვდებით?- გიორგი ჩიკვაიძის დედა

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი ამბოსბ, რომ მისი შვილი მასზე სამედიცინო ზედამხედველობაზე და რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე უარს აცხადებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მისი შვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზეა პასუხისმგებელი და ურჩევს, გადაიყვანონ.

“იქნებ იქ მაინც მიიღოს მან სამედიცინო დახმარება“, - ამბობს წერეთელი გადაცემა “რეაქციაში“.

მოშიმშილე პატიმარი უარს ამბობს, მასზე სამედიცინო ზედამხედველობაზე და რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე, თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება, გადაიყვანეთ ეს ადამიანი ან ვივა მედში, ან იქ, სადაც ასეთი პატიმრები გადაგყავთ, იქნებ იქ მან სამედიცინო დახმარება მაინც მიიღოს. თქვენთან ეს ამას აღარ გააკეთებს და თუ რამე მედიკამენტოზურ ჩარევებს ძალით გაუკეთებთ, თუნდაც ფსიქოგენურს, ეს უკვე თქვენი საქმეა.

თქვენ ადამიანი გაწირეთ, მაგრამ თქვენი თავიც რომ გაწირეთ, ამას ვერ ხვდებით? ერთი რაღაც გაიგეთ, ისე ადამიანი კი არის თქვენი მმართველი, მაგრამ თქვენ თქვენი ოჯახები გყავთ, რაღაც ღირსებას ხომ შეგრჩათ, - ამბობს წერეთელი.