უწყვეტი პროტესტის 118-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

25.03.25 22:30
უწყვეტი პროტესტის 118-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

უწყვეტი პროტესტის 118-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაკეტა.

თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით დგანან. ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

დღეს თუ რამე სასიკეთო კეთდება საქართველოში, კეთდება ამ პროტესტის შემდეგ. თუ გინდათ ის, რომ სანქციები შემოიღო გერმანიამ და ზეგაც ველოდებით მნიშვნელოვან ამბებს აშშ-დან. ერთი დღითაც რომ შეწყდეს ეს აქციები, ეს იმას ნიშნავს, რომ სინდისის პატიმრებს გავუხანგრძლივებთ იქ ყოფნას. ამიტომ, ყველა უნდა ვიყოთ აქ, რადგან საქართველოს ბედი რუსთაველზე წყდება, ასე იქნება ყოველთვის, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს. ეს რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება, რადგან ეს ბოროტება არ შეიძლება ძალიან დიდხანს იყოს“, - განაცხადა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები