"წულუკიანის "კომისიიდან" ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე, ამ კლოუნებთან მისვლას არ ვაპირებ-გაბაშვილი
პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, “ოცნების“ საგამოძიებო კომისიამ დაიბარა და 2008 წლის ომზე ჩვენების მიცემა მოსთხოვა
გაბაშვილი ამბობს, რომ “მისვლას არ აპირებს.“
“რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ“,- წერს ის.
"წულუკიანის "კომისიიდან" ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29-ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო.
ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 იგულისხმება როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა მაშინ დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად.
ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და "კომისია" მოაწყვეს.
რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა", - წერს ის.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან