კლოუნებთან მისვლას არ ვაპირებ - გოკა გაბაშვილის პასუხი წულუკიანის კომისიას
თეა წულუკიანის კომისიას ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გიორგი (გოკა) გაბაშვილი.
პოლიტიკოსი პარლამენტში მიმდინარე პროცესებს "ცირკს" უწოდებს.
„წულუკიანის „კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29- ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო.
ევროსაბჭოს რეზოლუცია „1633“ იგულისხმება, როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა, მაშინ დარბაზი დატოვეს, პროტესტის ნიშნად.
ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და „კომისია” მოაწყვეს.
რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა”, - წერს გაბაშვილი.
პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აძლევენ "ძლიერი საქართველოს" ლიდერებიც - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კომისიაზე მისვლაზე უარი გუშინ თქვეს.
"ქართულმა ოცნებამ" კი პროკურატურას მიმართა. ივანიშვილის გუნდი, ოპონენტებს ციხით ემუქრება.