ვატო შაქარაშვილის საჩივრის საფუძველზე ფონდი დამიყადაღეს, აღძრეს სისხლის სამართლის საქმე - კოტე თაყაიშვილი
ფონდ "ერთმანეთისთვის" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურამ მისი ფონდიც დააყადაღა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. კოტე თაყაიშვილი ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალურად წერს და განმარტავს, რომ ის აქციის მონაწილეების და პოლიტაპტიმრების დასახმრებლად შექმნა და მის კეთილსინდისიერ მუშაობაზე სრულ პასუხისმგბელობას იღებს.
თაყაიშვილი ვატო შაქარაშვილსაც მიმართავს და პირდაპირ ეუბნება, რომ მის შთამომავლებს მისი ქმედებების შერცხვებათ. მისი თქმით, თავდა ციხეშ გაცილებით თავისუფალი იქნება, ვიდრე შაქარაშვილი თავისუფლებაზე.
გუშინ სახლში მომიტანეს განჩინება, ვატო შაქარაშვილის საჩივრის საფუძველზე ჩვენი ფონდი დააყადაღეს და აღძრეს სისხლის სამართლის საქმე:
საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე,
ეს მუხლები 8 დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს!როდესაც კობახიძემ გამოგვიცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას აჩერებს, რუსთაველზე გავედი და ჩემ ასი ათასობით თანამოაზრეს შევუერთდი. ყინვაში ღამეებს ვათენებდით, გვიჭერდნენ, გვცემდნენ, გვარბევდნენ, მაგრამ მაინც ვიდექით: ზოგს აწეულ ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი ეჭირა, ზოგი გდდს ბომბებს ანეიტრალებდა წყლით, ზოგი საჭმლით უმასპინძლდებოდა ხალხს, ზოგი ყავას და ჩაის ურიგებდა, მოკლედ, სოლიდარობის და ერთმანეთის გვერდში დგომის ზეიმი იყო. (ვინც არ ყოფილხართ ვერ გაიგებთ)
მეც მომინდა, რამე გამეკეთებინა და ამ ადამიანებს გვერდში დავდგომოდი.
გადავწყვიტე, ფონდი გამეკეთებინა და ამით დავხმარებოდი არა მე ვინმეს, არამედ “ქრაუდ ფანდინგით” ერთმანეთს. სწორედ აქედან წამოვიდა სახელი - "ერთმანეთისთვის". ჩემ მეგობრებთან ერთად დავაფუძნე ფონდი. გუგა ხელაიას, როგორც გამოცდილს ფონდის საქმიანობაში, ვთხოვეთ, დირექტორი ყოფილიყო (რასაც ძალიან კარგად გაართვა თავი). შეგროვებულმა თანხებმა მოლოდინს გადააჭარბა, თიბისიმ და საქართველოს ბანკმა ფონდში თანხის შემოწირვის სურვილი გამოთქვა და გადავწყვიტეთ, პატიმრების ოჯახებს მაქსიმალურად დავხმარებოდით. ასეც ვაგრძელებდით სანამ პროკურატურა არ ჩაერია.
თუ რამე გამიკეთებია, რითიც შემიძლია, ვიამაყო, სწორედ ეს ფონდი და ფონდის გაკეთებული კეთილი საქმეა. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ამ ფონდის შექმნაზე, საქმიანობაზე და კეთილსინდისიერებაზე.
“დანოსების” მწერ ვატო შაქარაშვილს მინდა მივმართო:
ეს ჩემთვის ახალი არ არის. ჩემი ოჯახი 200 წელია რეპრესიებს განიცდის რუსებისგან. მაშინაც შენნაირ “ქართველებს” აწერინებდნენ ჩემ ბაბუებზე დანოსებს, მაგრამ მაინც აქამდე მოვიყვანეთ ეს ქვეყანა.მე რამდენი ხნითაც არ უნდა დამიჭირონ, მაინც შენზე თავისუფალი ვიქნები. ჩემი ციხეში ცხოვრება უკეთესი იქნება, ვიდრე შენი “სვაბოდაზე”. ყველაზე დიდი სასჯელია, როცა შენ შთამომავლებს შერცხვებათ შენს გამო. მათ ან არ ეცოდინებათ შენ შესახებ არაფერი, იმიტომ, რომ არავინ მოუყვება რა არაკაციც ხარ, ან გაიგებენ და შერცხვებათ.
აი, ჩემი შვილები კი ზუსტად ისე იამაყებენ ჩემი წინაპრებით, როგორც მე ვამაყობ მათით! და ჩემ გამო, მინიმუმ, არ შერცხვებათ!
ყველაზე უფრო რატომაც არ მინდა ციხეში, სწორედ ჩემი შვილები არ მინდა უჩემოდ გაიზარდონ, თუმცა შენნაირად ყოფნას ციხე კი არა სიკვდილი მირჩევნია!
ყველას მაინც ვერ დაგვიჭერენ!
დიდება თავისუფლებას!
დიდება საქართველოს!
თავისუფლება უკანონო პატიმრებს!, - წერს კოტე თაყაიშვილი.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან