ქართველ ბლოგერს რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. "დნრ-ის" უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, 30 წლის ქართველ ბლოგერს დომენიკ მანგოს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა.
ცნობილი ქართველი ბლოგერი რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინის ომში დახმარების გამო "დამნაშავედ" გამოაცხადა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით მიუსაჯა.
ე.წ. სასამართლო ამბობს, რომ რომ 2022 წლის მარტიდან აპრილამდე დომენიკ მანგო მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორც დაქირავებული ქართულ ეროვნულ ლეგიონში, რაც რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაულია.