ვინ ისროლა პიროტექნიკა აქციაზე - ექსპერტები ვერ ამბობენ, როგორ ამოიცნეს გიორგი მინდაძე

26.03.25 12:02
ვინ ისროლა პიროტექნიკა აქციაზე - ექსპერტები ვერ ამბობენ, როგორ ამოიცნეს გიორგი მინდაძე

საქალაქო სასამართლოში დღეს სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის პროცესი გაიმართა, სადაც ექსპერტები გამოკიითხნენ. ბრალდების ხმარის მოწმეები დღეს ამტკიცებდნენ, რომ პირი, ვინც სპეცრაზმელის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლა, სწორედ გიორგი მინდაძეა. ამის მიუხედავად, კადრებში, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა, ჩანს, რომ პირს, რომელიც პიროტექნიკას ისვრის, სახე ნიღბით აქვს დაფარული. 

პროცესის შემდეგ "პირველებმა" ექსპერტებს დაუსვა კიტხვა, როგორ მოახერხეს მინდაძის ამოცნობა, თუმცა ისინი კითხვას გაექცნენ. რაც შეეხება პროკურორს, ის ამტკიცებდა, რომ მინდაძის ამოცნობა თალებით და ყურების მოყვანილობით მოახერხეს. 

გიორგი მინდაძის ამოცნობა მოხდა სხვადასხვა მახასიათებლებით, მათ შორის, თვალებით, ყურების მოყვანილობით, თავის მოყვანილობით და ა.შ. რაც შეეხება მეორე მოწმეს, მეორე მოწმე იყო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც დაეგზავნა ფოტოსურათი, რომელზეც იყო ასახული გიორგი მინდაძე და მან ამოიცნო ეს პიროვნება, რომელიც ისვროდა ე.წ. ფოიერვერკს, - თქვა დღეს პროკურორმა. 

დღევანდე პროცესს ესწრებოდა გიორგი მინდაძის დედაც, რომელიც ამბობს, რომ საქმე თავიდან ბოლომდე აბსურდულია და ბრალდების მხარეს რეალური მტკიცებულებები არ გააჩნია.

რაც დაწყებულია საქმე პირველი დღიდან დღემდე, მე სიმართლე ვერცერთ საკითხში ვერ დავინახე. შეგნებულად მოვდივარ გიოს რომ მოვეფერო და ხედავდით თვალნათლივ როგორ ვეფერეთ დედა-შვილი ერთმანეთს. რაც ხდება, იმდენად აბსურდულია, უკვე გულთანაც აღარ მიმაქვს ამდენი უნამუსობა, ამდენი უმსგავსობა, ამდენი ტყუილი, - ამბობს მინდაძის დედა. 

ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები, ანუ ე.წ დაზარალებული სპეცრაზმელები, სასამართლოში მინდაძის მომდევნო პროცესზე მივლენ. "პირველების" ინფრომაციით, ერთ-ერთი სპეცრაზმელი შმაგი ჯაჭვაძეა. სწორედ ჯაჭვაძეა ის ძალოვანი, რომელიც ამტკიცებს, რომ მინდაძის ნასროლი ფოიერვერკით უმძიმესი დაზიანებები მიიღო.