სიკვდილი მთაწმინდაზე - ოპოზიცია მუნიციპალური ინსპექციას პასუხისმგებლობაზე საუბრობს
მთაწმინდაზე მომხდარი ტრაგედია - ოპოზიცია დედქალაქის მერიას პასუხისმგებლობას ახსენებს. კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, კალაძის უწყება აკეთებს მსგავსი ტრაგედიების პრევენციისთვის.
ჩვენ ვხედავთ იმ პათოლოგიურ უპასუხისმგებლობას, რომელიც კალაძის მმართველობას ახასიათებს, სადაც არაფერში საკუთარ პასუხისმგებლობას და როლს არ ხედავენ და არც იმას ამბობენ, როგორ შეიძლება, რომ ჩვენი საცხოვრებელი გარემო გახდეს უფრო უსაფრთხო და დაზღვეული ვიყოთ ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან. ცხადია, როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო რეჟიმი და ძალა მართავს ქვეყანას, იქ ადამიანის სიცოცხლის სრული გაუფასურება ხდება და ამ ყველაფერზე თანამდებობის პირები საუბრობენ ძალიან შორდან, თითქოს ეს ხდებოდს ან სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ანა გოგოლაძის შეფასებით, სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგის განხორციელების პირდაპირი ვალდებულება ეკისრება მუნიციპალურ ინპექციას, რაც მისი დებულებით არის განმტკიცებული.
მუნიციპალური ინსპექციის დებულებაში პირდაპირ წერია, რომ მათი პირდაპირი ვალდებულება არის და უშუალო პასუხისმგებობა, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სივრცეებში განახორციელოს მონიტორინგი და როგორც მშენებარე, ასევე უკვე დასრულებულ ობიექტებზე, განსაკუთრებით, თუ საქმე გვაქვს ამორტიზირებულ, უსახო შენობა-ნაგებობასთან, როგორიც შეიძლება იყოს პავილიონი, ფანჩატური და ა.შ, რაც პირდაპირ მათ დებლებაში წერია. ასეთის გამოვლენა და შესაბამისი ზომების მიღების მითითება აქვთ ჩაწერილი. ტრაგიკულ პრაქტიკად აქციეს ის, რომ ამ ქალაქში უბრალოდ გადარჩენა არის გამართლების ამბავი.
მუნიციპალური ინსპექცისა და თბილისის მერიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლილე ლიპარტელიანიც.
როცა სამი თვის უკან მოხდა შემთხვევა, ჩამოინგრა საყრდენი კედელი, დაზიანდა, მაშინ გადავრჩით და არ იყო მსხვერპლი. ეს ტურისტული ადგილია, რა თქმა უნდა უნდა ჩართულიყო მუნიციპალური ინსპექცია, გაფრთხილება მიეცა და ასევე აუცილებლად რაღაც მანიშნებელი ნიშანი დაემაგრებინა, რომ იქ არ შესულიყვნენ და შესაბამისად ამ ტრაგედიით არ დასრულებულიყო. რადგან ასეთ მოკლე პერიოდში იყო ესეთი შემთხვევა და უკვე განმეორდა, რა თქმაუნდა მუნიციპალური ინსპეციის და თბილისის მერიის პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი.
ფუნიკულიორთან მდებარე შენობაში, კედელი რამდენიმე დღის წინ ჩამოიშალა, ნანგრევებში მოყვა 3 ადამიანი, რომელთაგან ორი მძიმედ დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო, სამთო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.