წულუკიანის კომისიის სხდომა - "ოცნების" პარლამენტში გრიგოლ ვაშაძე მივიდა
წულუკიანის საგამოძიებო კომისიის კითხვებს ამ წუთებში გრიგოლ ვაშაძე პასუხობს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრით რუსეთმა ძალები მოსინჯა, რადგან შემდეგ სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში განეხორციელებინა. მისი თქმით, ოკუპანტ სახელმწიფო დასავლეთის რეაქცია აინტერესებდა.
ეს ყველაფერი იყოს ის, რისი მომზადებაც 2006 წელს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო თავისი პროქსი ბანდ ფორმირებების გაწვრთნით იმისთვის, რომ მოესინჯა საქართველოში ის ნაბიჯები, რომლებიც შემდეგ გადაიდგა უკრაინის მიმართ და ენახა, რა იქნება ამაზე დასავლეთის რეაქცია, - თქვა სხდომაზე ვაშაძემ.
წულუკიანმა ვაშაძეს ჰკითხა, იცის თუ არა, რომ 2006 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა გამოაგზავნა სიგნალი, რომ საქართველოსთან დაძაბულობის განმუხტვა სურდა, რაზეც ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მსგავსი დოკემნტი საგარეო საქმეთა სამინისტროშ არ მოიძებნება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში არ ინახება არანაირი დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით. არავითარი სიგნალი არ შეიძლება, შემოსულიყო საოკუპაციო რეჟიმისგან იანვარში, რომლის საფუძველში შეიძლება, ყოფილიყო სერიოზული განზრახვა დაძაბულობის განტვირთვისკენ მიმართული, - თქვა ვაშაძემ.
წულუკიანის კომისია ასევე დაინტერესდა, რატომ არ მოხდა მოსახლეობის გაყვანა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან. ამის საპირწონედ გრიგოლ ვაშაძემ თქვა: "მაშინ, როცა რუსეთს დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით"
31 ივნისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა. რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო. რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთო. მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებოდით და გაგვყავს მოსახლეობა, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
თეა წულუკიანის კომისიამ აგვისტოს ომის შესწავლა დაიწყო. მიუხედავდა იმისა, რომ ევროპული და ჰააგის სასამართლოების მიერ ეს საქმეები უკვე წლების გამოძიებულია და ვერდიქტებიც ცნობილია, წულუკიანის კომისია კითხვების დასმას თავიდან იწყებს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან