ეგ სხივი არ დაკარგო თვალებში და მომეცი ძალა! - ანდრო ჭიჭინაძის დედა შვილს მიმართავს

26.03.25 13:56
ეგ სხივი არ დაკარგო თვალებში და მომეცი ძალა!  - ანდრო ჭიჭინაძის დედა შვილს მიმართავს

სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძეს დედა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით მიმართავს. ლიკა გუნცაძე ციხეში გამოკეტილ ცნობილ მსქახიობს ამხნევებს და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს.

ანდრუშკა შენ ხარ ჩემი სიცოცხლე! სიამაყე! ძალიან მიჭირს უკვე უშენობა! ზუსტად ვიცი, რომ ამ უსამართლობას მოვერევით ! ძალას ვიკრებ და მთას გადავდგამ! იცოდე, რომ გვერდში დიდი ჯარი გიდგას მეგობრების! რომლებიც იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ! ეგ სხივი არ დაკარგო თვალებში და მომეცი ძალა"- წერს პატიმრის დედა. 

 

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეს 5 თვეა, რეჟიმის ტყვეობაშია. პროევროპული აქციების მონაწილე მსახიობს ჯფუფურ ძალადობას ედავებიან.