სანქცირებულმა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი 2700 ლარით დააჯარიმა
სანქცირებულმა მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი 2700 ლარით დააჯარიმა. ახალგაზრდა კაცს გამოძიება ამჯერად პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. დღევანდელ სხდომაზე გომელაურის უწყება პროევროპული აქციების მონაწილის 60 დღით ციხეში გაშვებას ითხოვდა.
გია ჯვარშეიშვილი საზოგადოებამ დეკემბრის აქციების დროს გაიცნო. კაცი მაშინ სპეცრაზმმა სასტიკად სცემა. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ხარებას რაზმი მას გაუპატიურებითაც დაემუქრა.