პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლატვიის ხელისულფების მაღალჩინოსნებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას და სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტ ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
ინარა მურნიე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ირმა კალნინა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
იურის ვილუმსი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მდივანი
ედმუნდს ცეპურიტისი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.