28 წლის ბიჭის სიკვდილი მთაწმინდაზე - ტრაგედიის ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული ისევ არ არის

26.03.25 20:48
28 წლის ბიჭის სიკვდილი მთაწმინდაზე - ტრაგედიის ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული ისევ არ არის

ვის ეკისრება პასუხიმგებლობა 28 წლის ბიჭის სიკვდილზე? - ტრაგედიის ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული ისევ არ არის . მთაწმინდის პარკში მდებარე შენობა ისევ მხოლოდ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, არც ჯებირები და არც სამშენებლო ღობე მერიას არ დაუმონტაჟებია.

მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობასთან მომხდარ ტრაგედიაზე განმარტება არც თბილისის ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს და არც მუნიციპალურ ინსპექციის ხელმძღვანელს ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

დღეს კითხვებს მხოლოდ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა უპასუხა. სერგო ბირკაძე ამბობს, რომ ტერიტორია, სადაც ორი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღპა,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიას არ განეკუთვნება და კერძო საკუთრებაა.

  • საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ფუნიკულიორთან მდებარე შენობას 4 მესაკუთრე ჰყავს - სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი - გიორგი ჩავრაშიანი, ნინო წურწუმია, ნიკა ხიტირი და შპს ფუნიკულიორი/შპს ფუნიკულიორის მესაკუთრეც ნიკა ხიტირია. "პირველებმა" მასთან დაკავშირება სცადა - მივიდა მისი რამდენიმე კომპანიის მისამართზეც - თუმცა, იქ არც კომპანია დაგვხვდა და არც ადგილობრივებმა იცოდნენ ხიტირის შესახებ. 

ფუნიკულიორთან მდებარე შენობაში, კედელი რამდენიმე დღის წინ ჩამოიშალა, ნანგრევებში მოყვა 3 ადამიანი, რომელთაგან ორი მძიმედ დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. 

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები