ხაბეიშვილი: გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძისა და საქართველოს კაპიტალის ხელმძღვანელის ირაკლი გილაურის შეხვედრას ეხმაურება.
ლევან ხაბეიშვილი წერს, რომ "ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი".
- ირაკლი გილაური "ფროსფერითი ჯორჯიას" დამფუძნებლის ნიკა გილაურის ძმაა. გიალურის ფონდი, ქართული ოცნების პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ დააყადაღა.
ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი! მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ბანკი ისეთივე ყაჩაღი და მძარცველია, როგორც რუხაძე და ლიბერთი ბანკი!
გილაური ისეთივე მოკავშირე და მარიონეტია ივანიშვილის ხელში, როგორც ვანო ჩხარტიშვილი ან უჩა მამაცაშვილი.
✅ ყველაფერზე კომენტარის გამკეთებლები, რომ არიან მათი პოზიცია არ მომისმენია ირანში, ტერორისტებთან მოპოზიორე კობახიძესთან გაკრეჭილი, გილაური რომ იჯდა.
🟢 თემების აზელვა, შემოგდება და პედისტალიდან ჭკუის დარიგება იცოცხლე, და სიმართლე?! სიმართლეს რატომ არ საუბრობთ?
არაფერი არ იქნება დაფარული და დამალული, არც ისეთი, რომ არ გაცხადდეს!
💡სანამ გილაურს, ვანიკო ნაკაიძეს, ფხაკაძესა და მისნაირებს ხელს დააფარებს "მავანი", მანამდე იხეირებს ივანიშვილი!
🇬🇪ძალა ხალხშია! ძალა ერთობაშია", - წერს ხაბეიშვილი.