"საქართველო გზაჯვარედინზე დგას" - განხილვა ევროსაბჭოში და მძიმე გზავნილები ივანიშვილის რეჟიმს

26.03.25 20:31
"საქართველო გზაჯვარედინზე დგას" - განხილვა ევროსაბჭოში და მძიმე გზავნილები ივანიშვილის რეჟიმს

საქართველო ევროსაბჭოს დღის წესრიგში - ევროდეპუტატებმა დღეს ივანიშვილის რეჟიმს პირდაპირ უთხრეს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების შესუსტება და გაზრდილი პოლარიზაციაა. 

 მდგომარეობა მხოლოდ უარესდება და ამას ძირეული ცვლილებები აქვს ადგილობრივ დემოკრატიაზე - თქვეს გამომსვლელებმა. 

ევროდეპუტატებმა თქვეს, რომ ძალაუფლება სრულად მმართველი პარტიის ხელშია კონცენტრირებული, ისაუბრეს მოქალაქეებზე განხორციელებულ რეპრესიებზე, ძალადობაზე, ასევე ახსენეს მზია ამაღლობელსი უკანონო დაკავება და სინდისის პატიმრებიც. 

საქართველო გზაჯვარედინზე დგას - აცხადებენ ევროდეპუტატები. 

ანგარიში რომელსაც დღეს წარმოვადგენ არის საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პირდაპირი მტკიცებულება. საქართველო მკაფიო პოლარიზაციის და საზოგადოების ფრაგმენტაციის წინაშეა. ამ დაძაბულ კლიმატში დიალოგი ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ვიზიტის შემდეგ, პროგრესი არ ყოფილა. იყო უფრო მეტი დაკავება სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალი საკანონდებლო ცვლილებები არჩვნების, გენდერის, მედიის და საჯარო დემონსტრაციების კუთხით. ამ მიზეზების გამო, ვფიქრობთ რომ ეს ანგარიში ძალიან დროულია. ჩვენ შეშფოთებული ვართ დემოკრატიული უკუსვლის მკაფიო ნიშნებით, ადამიანის უფლებების შესუსტებით , გაზრდილი პოლარიზაციით და რეპრესიული კანონდებლობების დამტკიცებით. ვწუხვართ, რომ მდგომარეობა მხოლოდ უარესდება და ამას ძირეული ცვლილებები აქვს ადგილობრივ დემოკრატიაზე. ამის შედეგია, ფართოდ უარყოფილი საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაპაუზების შესახებ. ძალაუფლება სრულად მმართველი პარტიის ხელშია კონცენტრირებული, რომელიც ოპოზიციურ ჯგუფებს აიძულებს პოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტს. პარლამენტი შტამპის დამრტყმელ ასამბლეად იქცა, სადაც ფორმალურ ოპოზიციას მმაღთველი აპრტიიდან გამოყოფილი პირები წარმოადგენენ. ყველა საკანონდებლო ინიციატივა მტკიცდება დაჩქარებული წესით, კონსულტაციების გარეშე. უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონმა გამოიწვია გაზრდილი დაშინება და სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება, დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მცდელობა. ამის მკაფიო მაგალითიაა, ორი მედია წყაროს დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავება, რომელიც ამ დრომდე არ არის გათავისუფლებული. სამართალდამცვავმა ორგანოებმა დემონსტრანტებს ძალადობით უპასუხეს . გამოიღენეს მძიმე ჯარიმები, 1000 ევროზე მეტი, გზის გადაკეტვის ბრალდებით. ყველა ეს საკითხი მომავალი ადგილობრივი აღჩევენბის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. ამჟამინდელი პირობები, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვერ უზრუნველყოფს. აშკარაა, რომ საქართველო გზაჯვარედინზე დგას", - განაცხადა ევროდეპუტატმა. 

გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს მედიის და ენჯეოების შეზღუდულ უფლებებზე და პირდაპირ უთხრეს ივანიშვილის რეჟიმს რომ "ეს არ არის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან მიაახლოვებს"

მდგომარეობა საქართველოში შემაშფოთებელია, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, ენჯეოების და მედიის  შეზღუდვის , მშვიდობაანი პროტესტის წინააღმდეგ რეპრესიების, ოპოზიციის მარგინზალიზაციის, დაშინების და უცხოური ჩარევების გამო. ეს არ არის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან მიაახლოვებს. ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მდგომარეობის კუთხით. მატარებელი სრული სიჩქარით არასწორი მიმაღთულებით მიდის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დადგეს საერთაშორისო ვალდებულებების გვერდით. მოვუწოდეებთ კონგრესის წევრებს, ხმა მისცენ და მხარი დაუჭირონ წარდგენილ რეზოლუციას", - განაცხადა ევროდეპუტატმა.