"კრიმინალური სამყარო", მწვანილი და ბაზრობები - რას ამტკიცებდა "ვატიას საძმო" სასამართლო პროცესზე
"კრიმინალური სამყარო", მწვანილი და ბაზრობები - "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დაკავებული 7 ბრალდებული დღეს პროცესზე ამტკიცებდა, რომ სპეცოპერაცია და მათი ციხეში გაშვებაც მწვანილის ბინზესში გავლენების გადანაწილებას უკავშირდებოდაა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ "კანონიერი ქურდების" ჩარევით, ქუთაისის აგრარული ბაზრების მუშაობა კონტროლდებოდა.
საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულების წინააღმდეგ 9 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. ბრალდების მხარეს საქმეში წარმოდგენილი აქვს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც დგინდება, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები ქუთაისის ბაზრის მოვაჭრეების დაშინებას ცდილობდნენ და მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. მიზანი კი ქუთაისის აგრარული ბაზრის გაკოტრება იყო, რომლითაც სარგებელი, წყალტუბოში გახსნილ ახალ სავაჭრო ობიექტსს, შპს „ტაბახმელა 2023-ს“ უნდა ენახა.
ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში 7 პირი გაუშვა. დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა "კრიმინალურ ავტორიტეტს, "ვატიასაც".
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან