"დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული პირები, მათ შორის, მზია ამაღლობელი" - განხილვა ევროსაბჭოს კონგრესში
განხილვა ევროსაბჭოს კონგრესში - ევროდეპუტატებმა დღეს ივანიშვილის რეჟიმს სტრასბურგიდან შეუთვალეს, რომ სასაწრაფოდ გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებული პირები, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს 2025 წლის ადგილობრივ არჩევენბზეც და ხაზგასმით განაცხადეს, რომ არჩევნები სრულად დემოკრატიული კამპანიით უნდა ჩატარდეს.
ევროსაბჭოს კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგან სწრაფი ნაბიჯები ადგილობრვი და რეგიონალური დემოკრატიის კუთხოთ. უნდა აღდგეს ინკლუზიური პოლტიიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე, გულდასმით უნდა მოხდეს დაკავებების გამოძიება და ძალადობის ფაქტები მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ. რეკომენდაციაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდენ უსამართლოდ დაკავებული პირები, მათ შორის, მზია ამაღლობელი. 2025 წლის არჩევნები სრულად დემოკრატიული კამპანიით უნდა ჩატარდეს. კონგრესი მუწოდებს ჩატარდეს სრულად კონკურენტული არჩვენები . უნდა მოხდეს ამომრჩევლის დაშინების, ელექტორალური ძალადობის და თაღლითობის პრევენცია. მთავარი რეკომენდაციიაა, რომ საარჩევნო კომისია გარანტირებულად დამოუკიდებელი უნდა იყოს", - განაცხადა ევროდეპუტატმა.
ევროსაბჭოს კონგრესში 101 ხმით საქართველოს შესახებ, ქართველი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს.
ევროსაბჭოს "ქართული ოცნების" მისამართით რამდენიმე მოთხოვნა აქვს: პოლიპატიმრების გათავისუფლება, მშვიდობიანი დემონსტრანეტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტა და ასევე ჩანაწერია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან