სტუდენტების პროტესტი კობახიძის ადმინისტრაციასთან - ახალგაზრდები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
სტუდენტების პროტესტი ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციასთან - ახალგაზრდებმა დღეს ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ ე.წ. რეფორმა გააპროტესტეს.
სტუდენტები თვლიან, რომ კობახიძე უნივერსიტეტში რუსული დიქტატურის დამყარებას ცდილობს და მიზანი საგანმანათლებლო სივრცის სრული დამორჩილებაა.
"ვიბრძოლებთ ბოლომდე"- ამბობენ სტუდენტები
თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები ცოტა ხნის წინ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
"თავისუფლება პოლიტპატიმრებს" - სკანდირებენ დემონსტრანტები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს და მათ გათავისუფლებასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ჩვენი ძირითადი მოთხოვნები არის ის, რომ ჩვენ მოვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გადადგომას. გაერთიანებული სტუდენტობა დღეს იმყოფებოდა კანცელარიასთან და განვიხილეთ ის პრობლემები, რომელიც სპეციალურად იყო შექმნილი რუსული მთავრობის მიერ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი სამშობლო დაუბრუნდეს ევროპულ კურსს. გავაგრძელებთ ძრძოლას საქართველოს სტუდენტი ყოველთვის იყო სამშობლოს ბრძოლაში პირველ რიგებში. ჩვენ არ ვნებდებით და ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე", - ამბობს ერთ -ერთ სტუდენტი.