ანატოლი გიგაურის საქმე - მოწმე პოლიციელმა ვერ გაიხსენა, ვინ მიაყენა მის კოლეგას დაზიანება
სინდისის პატიმრის ანატოლი გიგაურის საქმე - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დღეს პროკურატურის ოქროს მოწმეს პოლიციელ გვანცა ხვიჩიას მოუსმინა. ბრალდების მიერ სხდომაზე მიყვანილმა მოწმე პოლიციელმა ვერ გაიხსენა, ვინ მიაყენა მის კოლეგას, ე.წ დაზარალებულ სამართალდამცველს ვახტანგ გაბუნიას დაზიანება. მოწმე პოლიციელმა, ვერც ის გაიხსენა ვინ დაუზიანა მას ქურთუკი.
გიგაურმა დღეს მოწმე პოლიციელს თავად გაახსენა ქრონოლოგიურად ყველაფერი, უთხრა, რომ სწორედ ის იყო, რომელიც პოლიციელს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა, რადგან ადგილზე დაპირისპირება იყო.
სხდომის დასრულების შემდეგ "პირველებმა" სცადა კითხვები დაესვა გვანცა ხვიჩიასთვის, თუმცა მოწმე პოლიციელი სასამართლოდან გაიქცა.
დაცვის მხარე ამბობს, რომ ამ საქმეში ერთადერთი დაზარალებული ანატოლი გიგაურია, რადგან ადვოკატის განმარტებით, სწორედ პოლიციელმა გაარტყა თავდაპირველად ანატოლი გიგაურს ხელი და ის მოქმედებმა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
კარგად გამოჩნდა ფაქტი, რომ ე.წ. დაზარალებული ვახტანგ გაბუნია, რომლის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. პირველად, ფიზიკურად აზიანებს ანატოლი გიგაურს და სახეში მუშტის გამოყენებით ურტყამს ხელს. ვახტანგ გაბუნია ხელის გამოყენებით დაარტყა ანატოლი გიგაურს. მას თაველები არია აქვს, როდესაც ანატოლი გიგაური იქნევს ხელს, მაგრამ თავლები დახუჭული აქვს საპატრულო პოლიციის გამომძიებელს, როცა ხელს ურტყამს პოლიციელი ანატოლი გიგაურს", - ამბობს ლაშა ცუცქირიძე.
ანატოლი გიგაურის საქმესთან დაკავშირებით შემდეგი სხდომა 15 აპრილს არის ჩანიშნული.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.