"ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას პარლამენტში მუშაობა 6 თვით აუკრძალეს

26.03.25 18:42
"ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას პარლამენტში მუშაობა 6 თვით აუკრძალეს

"ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას პარლამენტის აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერეს. როგორც ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აკრედიტაციის შეჩერება უკავშირდება "სინდისის პატიმრების აბსურდულ საქმეზე მომზადებულ სიუჟეტს". 

როგორც გვატყობინებენ, ნატასთან კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, თუმცა ამის მიუხედავად ჟურნალისტი მაინც პასუხის მიღებას ცდილობდა და ამისთვის ის დაისაჯა", - წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.

  • პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის წერილიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტმა დაარღვია შალვა პაპუაშვილის დადგენილი წესი - ინტერვიუს ჩაწერაზე უარის მიღების მიუხედავად განაგრძო ვიდეოგადაღება.

ტვ პირველის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას პარლამენტმა 6 (ექვსი) თვით პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერა. 
აკრედიტაციის შეჩერება უკავშირდება სინდისის პატიმრების აბსურდულ საქმეზე მომზადებულ სიუჟეტს. 
ნატამ, გასულ შაბათს გადაცემისთვის ("ნოდარ მელაძის შაბათი") მოამზადა სიუჟეტი, სადაც შეეცადა გამოეკითხა პარლამენტის წარმომადგენლები, რადგან, პროკურატურა როგორც ამბობს, პარლამენტს, ბიჭებმა ზიანი მიაყენეს. 
როგორც გვატყობინებენ, ნატასთან კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, თუმცა ამის მიუხედავად ჟურნალისტი მაინც პასუხის მიღებას ცდილობდა და ამისთვის ის დაისაჯა. 
საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძვლად მოყვანილია პარლამენტის 2023 წლის 06 თებერვლის დადგენილება N1/31/23, რომელიც არა თუ შინაარსობრივად, პროცედურულ ნაწილშიც (გასაჩივრების საკითხი) კი არ არის სრულყოფილი.  
პ.ს. ასევე, ნ.ქაჯაიას ერგო პატივი რომ პირველი ჟურნალისტი ყოფილიყო, ვის წინააღმდეგაც ეს რეპრესიული წესი პირველად ამოქმედდებოდა წლების წინ. 
დასაბუთება გადაწყვეტილებიდან", - წერს თორნიკე მიგინეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები