ნელ-ნელა ქვეყანა იკეტება, ეს ყველაფერი 37 წელს ძალიან ჰგავს, მაგრამ იმავეს ვერ გაიმეორებენ, ხალხს ვერ დახვრეტენ - გოგი ალექსი-მესხიშვილი

27.03.25 00:23
ნელ-ნელა ქვეყანა იკეტება, ეს ყველაფერი 37 წელს ძალიან ჰგავს, მაგრამ იმავეს ვერ გაიმეორებენ, ხალხს ვერ დახვრეტენ - გოგი ალექსი-მესხიშვილი

გოგი ალექსი-მესხიშვილს საქართველოში მიმდინარე ვითარება 37 წლის მოვლენებს ახსენებს.

ძალიან გავს 37 წელს, მაგრამ 37 წელს ვერ გაიმეორებენ, ხალხს ვერ დახვრეტენ - ამბობს მხატვარი და თეატრალური დეკორატორი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში. 

გოგი ალექსი-მესხიშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდების ცემა-ტყეპა და რეპრესიები რეჟიმს საბოლოოდ თავადვე ავნებს, რადგან მისი თქმით, ასეთი რეჟიმი დიდხანს ვერ ძლებს და აუცილებლად მარცხდება.

ბევრი ჩემი ოჯახის წევრი იყო დაჭერილი, შეეწირა კიდეც ამას, 37 წლის "ტროიკის" ცოტა რბილი ვარიანტია დღეს. ამათ უნდათ ხაზი გაავლონ, იქით იყვნენ და აქეთ იყოს მთელი საქართველო. ეს არაპერსპექტიულია, მე ახალგაზრდების განყობა კარგად ვიცი, მათ არაფრის არ ეშინიათ. 

ეს არის ძალიან კარგად დაგეგმილი, ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმილი მოქმედება და ძალიან გავს 37 წელს, მაგრამ 37 წელს ვერ გაიმეორებენ, ხალხს ვერ დახვრეტენ, ის იყო მაშინ დიდი იმპერია მაშინ, სხვა სიტუაცია იყო. თავის თავს ავნებენ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ცემა-ტყეპა, დაკავებები, აი მსახიობები არიან დაკავებულები.

ბევრი თეატრი განაგრძობს მუშაობს, ბევრი საჯარო ინსტიტუტების განაგრძობს მუშაობს, თითქოს ვერაფერს ხედავენ, არიან თბილას მოწყობილები, მაგრამ თუ წაიკითავენ ისტორიას, დაინახავენ, რა ელით სუყველას. 37 წლის რეპრესიების დროს ხელოვნების ხალხი შეეწირა ძირითადად, მათ არ სჭირდებათ განათლებული ხალხი, რადგან მათი მართვა ბრბოსგან განსხვავებით მარტივი არაა, ეს ხდებოდა 37 წელს და ამიტომ ამაში ახალი არაფერია. ეს ყველაფერი იყო და დამარცხდა. 

ეს მათ ავნებთ, ხომ უნდა გამოჩდნენ მერე ხალხში, შვილები ჰყავთ, ოჯახი ჰყავთ", - ამბოსბ მხატვარი. 

გოგი ალექსი-მესხიშვილი ხალხსა და მთავრობას შორის "ჩატეხილ ხიდზე" საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ცალკე დგას, ხოლო მთელი საქართველო ერთად მეორე მხარეს.

ნელ-ნელა ქვეყანა იკეტება - აცხადებს მხატვარი და დარწმუნებულია, რომ ქვეყანის მომავალს ახალგაზრდები იხსნიან. 

როგორც ადიდებულ მდინარეს ვერ გააჩერებ, ისე ამ პროტეტს და ცხოვრების მდინარეს ვერ შეაჩერებ - ამბობს გოგი ალექსი-მესხიშვილი.

პროტესტის მთავარი მნიშვნელობა არის ახალგაზრდობა, რომელსაც უნდა ევროპული მომავალი და რომელიც ფიქრობენ თავის მომავალზე და უნდათ კარგი განათლება. ეხლა მოვედი გია ყანჩელის კონცერტიდან, ვუყურებდი ამ კონცერტს და ძალიან სევდა მქონდა, იმიტომ რომ უმეტესობა ვინც ამ ეკრანზე იყო, აღარ არის ცოცხალი ჯანსუღ კახიძე, რეზო გაბრიაძე და ბევრი სხვა. ჩვენი მომავალი არის ეს ახალი თაობა, რომელიც ქუჩაში დგას და ჩვენ თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა განვითარდეთ, რაღაც შევთავაზოთ მსოფლიოს, ვაჩვენოთ რისი უნარი და ნიჭი აქვს ამ ქვეყანას და ნიჭიერი ხალხის პატრონის ეს ქვეყანა, ამისთვის უნდა გვქონდეს თავისუფლება, ამისთვის იბრძვის ეს ახალგაზრდობა. თავისუფლების გარეშე არცერთი ტოტალიტარულ რეჟიმს არ შეუქმნია ხელოვნება. მხოლოდ თავისუფალი საზოგადოება ქმნის ხელოვნებას. საქმე იმაშია, რომ ნიჭიერი ადამიანის დამონება ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელია და ამის მაგალითი ბევრი გვაქვს ჩვენ. რაც შეეხება დეკლარაციას ევროსაბჭოს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ არ მგონია, რომ ამას რამე დიდი რეზულტატი მოჰყვეს, იმიტომ რომ ჩაკეტილია ეს მთავრობა, ხალხი ცალკეა, საზოგადოება ცალკეა არავითარი დიალოგი არ არსებობს, რეპრესიული რეჟიმი ძალიან აქტიურად მუშაობს დღეს დღე გამოჩნდა ხაზარაძე ჯაფარიძის შემთხვევაში და ეს ჯარიმები, რომლებიც მოსდით თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტს, რომელიც ჯერ სწავლობს, საიდან უნდა გადაიხადონ. რაც შეეხება, ფონდებს ეს არის ამაზრზენი, რომ ეს ფონდები დაიხურა. ეს ფონდები არამარტო ამ ჯარიმებს ეხმარებოდნენ, არამედ უამრავ საქმეს აკეთებდნენ და ეს ყველამ იცის. უამრავი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ეხმარება გაჭირვებულებს და ისინიც გარიყულები არიან ნელ-ნელა ქვეყანა ირიყება, იკეტება. ეს მდგომარეობა დროებითია, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს გამოველოდი და ერთიანობა. ამ ახალგაზრდობას ვერ გააჩერებ, როგორც ადიდებულ მდინარეს ვერ გააჩერებ, ისე ამ პროტეტს და ცხოვრების მდინარეს ვერ შეაჩერებ. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მინდა ამაზეც ვთქვა, სამარცხვინო იყო, მედროვეების შეკრება იყო საზმაუს ბორდის ბოლო შეხვედრა, ეს სირცხვილია", - ამბობს გოგი ალექსი მესხიშვილი.

მხატვარი დარწმუნებულია, რომ მომავალი თაობა ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. 

მე მაინც იმით დავამთავრებ, ასეთი ხალხი რომ გვყავდა ჩვენ, როგორებიც გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, ელდარ შენგელაია, ანზორ ერქომაიშვილი, რეზო გაბრიაძე, ახალგაზრდობაშიც ბევრია ასეთი და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ აჩვენონ თავის თავი მსოფლიოს და ასახელონ თავისი სამშობლო", - აცხადებს გოგი ალექსი-მესხიშვილი 

მსგავსი სიახლეები