ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ორსული რეანიმაციაშია მოთავსებული

23.09.21 15:38
ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ორსული რეანიმაციაშია მოთავსებული

ბოკერიას კლინიკაში 3 კოვიდინფიცირებული ორსული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ბოკერიას კლინიკაში სულ 17 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს. ირკვევა, რომ არც ერთი მათგანი აცრილი არ არის. 

სამივე მათგანი რეფერირებულია დასავლეთ საქართველოდან. გადმოყვანისთანავე ჰქონდათ გამოხატული პრობლემები სუნთქვასთან. სამივე არის ხელოვნურ სუნთქვაზე. ანამნეზით ვიცით, რომ არ არიან აცრილები", - ამბობს კლინიკის ექიმი.