საქველმოქმედო ფონდები ისევ დაყადაღებულია - ასობით ბენეფიციარი სააპელაციოს გადაწყვეტილების მოლოდინშია
საქველმოქმედო ფონდები ამ დრომდე დაყადაღებულია - ასობით ბენეფიციარი ახლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ბანკებში აბსურდული მიზეზით გაყინული ფულის საქმეს მეორე ინსტანციის სასამართლოო მიმდინარე კვირაში განიხილავს. სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მძიმეა დიაგნოზის მქონე მოზარდებისა და სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეების ბედი.
ერთ-ერთი ასეთი ფონდი - "ნანუკას ფონდია". ტელეწამყვანი მზადაა, ყადაღის მოხსნის შემთხვევაში თანხები მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებისა და მოქალაქეების კეთილდღეობას მოახმაროს. ამ შეთავაზების შესახებ უკვე კვირაზე მეტია, იცის გენერალურმა პროკურორმა.
ამ ფონდის 80% იყო მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ეს სასიცოხცხლოდ სჭირდებოდათ და ამიტომ ჩვენ პროკურატურას ვეუბნებით - მოხსენით ყადაღა ამ თანხას იმიტომ, რომ ადამიანს რომელიც ახლა იბრძვის სიცოცხლისთვის და მისი ერთადერთი იარაღი არის ფული და ის არ აქვს, მას ეს მივცეთ" - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი
სხვა დაყადაღებული ფონდების წარმომადგენლებისა და მათი იურისტების თქმით, სააპელაციო სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა, განიხილოს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული, "აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ფონდების დაყადაღების შესახებ და ის ძალაში არ დატოვოს".
რასაც პროკურატურა ედავება როგორც ადამიანის უფლებათა სახლს, ისე სხვა ფონდებს, ეს ქმედებები არ წარმოადგენს ცალსხად დანაშაულს. მითუმეტეს არ წარმოადგნეს იმ დანაშაულებს, რომლებიც ჩამოთვლილი იყო პროკურატურის განცხადებაში. ეს არის ერთგვარი ტაქტიკა იმისა, რომ ისეთი გამოძიებები აწარმოონ, აბსურდული გამოძიებები, რომლებიც შეუძლიათ რომ ინტერპრეტაციით ძალიან ბევრ ორგანიზაციას თუ ადამიანს შეახონ, რა თქმა უნდა უკანონოდ და უსაფუძვლოდ. ჩვენი საჩივრით ჩვენ სააპელაციო სასამართლოს მივეცით ერთგვარი შანსი იმის, რომ მათ გაასწორონ აბსურდული დაუსაბუთებელი და უკანონო დადგენილება პირველი ინსტანციის სასამართლოსი. - ამბობენ ფონდში.
საზოგადოებისათვის 17 მარტს გახდა ცნობილი, რომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ვატო შაქარიშვილის მიმართვის საფუძველზე დააყადაღეს ის თანხები, რომლებიც სიკვდილის პირას მყოფი ადამიენებისათვის იყო განკუთვნილი.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან