სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.25 15:57
სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

ნონა ქურდოგვანიძის თქმით, სასამართლომ სახელმწიფოს შესაბამისი შეკითხვები გამოუგზავნა, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს. დღევანდელი ბრიფინგიდან ირკვევა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლით მიიღო.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის 17 ოქტომბერს, “რუსული კანონსა” და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებზე საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 16 მედია ორგანიზაციამ, 120 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4 ფიზიკურმა პირმა მივმართეთ.

საჩივარში აღნიშნულია, რომ „რუსული კანონი” არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებას (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (80-18 მუხლი).

სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭებათ ისეთ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ზღუდავს, არამედ მოქალაქეთა ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება.

 გარდა ამისა საგანგებო ბრიფინგზე ითქვა ისც, რომ საჩივრის გაგზავნის შემდგომ "ქართულმა ოცნებამ" სამოქალაქო საზოგადოების დევნა ახალ მასშტაბზე აიყვანა.

მათი შეფასებით, „ქართული ოცნების” განგრძობადი პოლიტიკის ნაწილია FARA-ს თარგმანის ხელახალი ინიციირებაც.

მსგავსი სიახლეები