ვიზრუნებ იმაზე, რომ ყველა დედას, რომელსაც შვილის გადარჩენა სურს, ჰქონდეს კობახიძის და მდინარაძის ნომერი - ნანუკა ჟორჟოლიანი

27.03.25 16:31
ვიზრუნებ იმაზე, რომ ყველა დედას, რომელსაც შვილის გადარჩენა სურს, ჰქონდეს კობახიძის და მდინარაძის ნომერი - ნანუკა ჟორჟოლიანი

არ მქონდა მოლოდინი, რომ "ქართულ ოცნებაში" ახლა ადამიანი გაიღვიძებდა და ბავშვებზე ზრუნვას დაიწყებდნენ - ასე აფასებს ნანუკა ჟორჟოლიანი ყადაღის მოხსნაზე სასამართლოს უარს.

ნანუკას ფონდის ხელმძღვანელი პირველებთან ამბობს, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილი ბავშვების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ახლა უკვე ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს ეკისრებათ.

რა თქმა უნდა არ მქონია სხვა მოლოდინი, რომ "ქართულ ოცნებაში" ახლა ადამიანი გაიღვიძებდა და ბავშვებზე ზრუნვას დაიწყებდნენ, მაგრამ რადგან ბოლო დღეების განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირებს ვთაგავდი იმ კონკრეტული ბავშვების პრობლემებზე, რომლებიც იყვნენ ჩვენი ბენეფიციარები, სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ მათი გადარჩენის შანსს მოგვცემდნენ.

ქართულმა ოცნებამ მხოლოდ დაიმატა პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ  დღეიდან ეს მშობლები უკვე მიმართავენ მათ, სახელობითად მათ და მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ყველა დედას, რომელსაც შვილის გადარჩენა სურს, ჰქონდეს ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის მობილურის ნომერი, ამაზე ვიზრუნებ ნამდვილად, რომ როდესაც ღამის სამ საათზე ბავშვი რეანიმობილით ქვეყნიდან გასაყვანი ეყოლებათ, მაშინვე მოახერხონ ირაკლი კობახიძესთან დარეკვა - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკას ფონდს ყადაღის მოხსნაზე უარი უთხრეს. ასი ათასობით ლარი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანების გადარჩენა და გაჭირვებული ახალგაზრდების დახმარება, კვლავ ბანკის სეიფში რჩება.

მსგავსი სიახლეები