"ტიტუშკები" დღეს საქართველოში კონა 20 თეთრი ღირს - საბა სხვიტარიძის დედა

27.03.25 18:21
"ტიტუშკები" დღეს საქართველოში კონა 20 თეთრი ღირს - საბა სხვიტარიძის დედა

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის მიერ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს საქართველოში "ტიტუშკები" და სამართალდამცელები ერთამანეთისგან რთული გასარჩევია, ამბობს იმასაც, რომ დღემდე არ ციის, მისი შვილის წამებაში დიღმის განყოფილების მეხუთე სართულზე ნამდვილად სამართალდამცველები მონაწილეობდნენ თუ "ქუჩის ბიჭები".

  • პოლიცია უნდა ატარებდეს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, გადაცდომები უნდა იყოს გამოძიებული - ეს სიტყვები ჩაწერა შავით თეთრზე მაიკლ ო-ფლაერტიმ ვრცელ დოკუმენტში. 

"ტიტუშკები" დღეს საქართველოში კონა 20 თეთრი ღირს - ამბობს ელენე ახობაძე "პირველებთან". 

არც არავის არ განუცხადებია, რომ იყვნენ პოლიციელები და თვითონ სასამართლოზეც კი დაკითული პოლიციელები აღაირებდნენ, რომ ჩვენ იქ არ გვითქვამს, რომ პოლიციელები ვიყავითო. არავითარი ნიშანი არ გააჩნდათ. ჩემი შვილი, რომელიც აწამეს დიღმის სამმართველოში, მეხუთე სართულზე, 4 ნიღბიანი შევიდა, ისინიც გადაცმულები იყვნენ და დღემდე არ ვიცით, პოლიციელები იყვნენ თუ ქუჩის ბიჭები. ტიტუშკები დღეს საქართველოში მოიძებნება ძალიან ბევრი, კონა ღირს 20 თეთრი. არ გამაგიჟონ, თორემ ლილუაშვილი, წილოსანი კი არა, ვერავინ დამიგდგება წინ, ყველა ტიტუშკას გადავიცვამ მეც", - ამბობს ელენე ახობაძე. 

 

მსგავსი სიახლეები