ჩემი სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს, ვიბრძოლებთ ბოლომდე - სოფო ჯაფარიძე
ჩემი სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს - ამის შესახებ სასამართლოში მისულმა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ "ამ ცირკით რეჟიმი ვერავის შეაშინებს" და ბრძოლა იქნება ბოლომდე.
გადაწყვეტილება იქნება ცალსახად პოლიტიკური, ამ ყველაფერს სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაშინ, როდესაც ოპონენტებს ებრძვიან, ბიძინა ივანიშვილი თავს ესხმის მათ. შესაბამისად, ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, ჩემი სოლიდარობა პირველ რიგში და დიახ, დღეს არის დრო, როდესაც უნდა ვიყოთ ერთად, დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს და ეს ერთიანობა აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე. მე მჯერა, რომ ჩვენი საერთო ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ამ ცირკით და სიგიჟით, რაც დღეს აქ ხდება, ვერ შეგვაშინებენ. პირიქით, ვიქნებით ერთად და ვიბრძოლებთ ერთად", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით მამუკა ხაზარაძის გამოკითვა რამდენიემ წუთის წინ დასრულდა.