რეიდები ისნის მეტროსთან, პოლიციელები მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გარეშე და ო'ფლაერტის მძიმე დასკვნა

27.03.25 20:34
რეიდები ისნის მეტროსთან, პოლიციელები მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გარეშე და ო'ფლაერტის მძიმე დასკვნა

რეიდები საბჭოთა სტილში - მეტროსადგურებთან ჩასაფრებული რეჟიმის პოლიციელები  ხალხს უმიზეზოდ ჩხრეკენ, ართმევენ პირადობის მოწმობებს, ახდენენ მათი ვინაობის იდენტიფიცირებას და ადგენენ  მათ სამუშაო ადგილს.  რას ან ვის ეძებენ ამ ფორმით  არავინ იცის.  "პირველებმა" დღეს  ადამიანების ფსიქოლოგიური ტერორის ერთი სერია ისნის მეტროსთან გადაიღო. 

კადრებში ჩანს, რომ ოთხიდან ორ პოლიციელს არანაირი მაიდენტიფიცირებული ნიშანი არ აქვს, მოქალაქე, რომელმაც ეს ინფორმაია თავდაპირველად გაავრცელა სოც ქსლეში წერს რომ მოისმინა, როგორ უწოდებდნენ პოლიციელები მოქალაქეებს გვამებს და თან ითვლიდნენ რამდენი შეამოწმეს. 

ქართველი ხალხის ტერორი კი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მძიმე დასკვნაში მოხვდა.  მაიკლ ო-ფლაერტი  ოცნებას მოუწოდებს, რომ პოლიციელებს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ჰქონდეთ, რათა ხალხმა გაარკვიოს, ვინ ვინ  არის. ეს ევროსაბჭოს წარმომადგენლმა თბილისში ვიზიტის შემდეგ ვრცელ დოკუმენტში დაწერა. 

ადამიანის უფლებებების საკთხებში ევროსაბჭოს კომისარი საქართველოში თავად იმყოფებოდა, ის შეხვდა გომელაურის მოადგილეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს - როდესაც იკითხა რატომ არ არის ხალხზე ძალდობის არც ერთ საქმე გამოძიებული და არავინ დასჯილი, უპასუხეს რომ კარლო კაციტაძე ვერ ადგენს, ვინ იმალებოდა კონკრეტული ნიღბის უკან.  

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები