ხაშურში მემანქანის გარდაცვალებაზე “საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

27.03.25 19:57
ხაშურში მემანქანის გარდაცვალებაზე “საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს რკინიგზა“ ხაშურის რკინიგზის მემანქანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიზეზებს განმარტავს.

მათი ინფორმაციით, ზვიად დევაძემ დაასრულა კონკრეტული სამუშაოები და ემზადებოდა ძირითად სამუშაო ადგილას - ბორჯომის რეგიონში დასაბრუნებლად, რა დროსაც იგი შეუძლოდ გახდა და დაკარგა გონება.

საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ინფრასტრუქტურის ფილიალის სალიანდაგო სამმართველოს, ბორჯომის რეგიონის, სახელოსნოს დრეზინის მძღოლის - ზვიად დევაძის გარდაცვალების გამო. გაცნობებთ, რომ 27 მარტს აღნიშნული პირი თანაშემწესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, იმყოფებოდა ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს ტერიტორიაზე.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზვიად დევაძემ დაასრულა კონკრეტული სამუშაოები და ემზადებოდა ძირითად სამუშაო ადგილას - ბორჯომის რეგიონში დასაბრუნებლად, რა დროსაც იგი გახდა შეუძლოდ და დაკარგა გონება. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება, გამოიძახეს სამედიცინო პერსონალი და აცნობეს სამართალდამცავ ორგანოებს. საქართველოს რკინიგზა თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხაშურის რკინიგზის მემანქანე  სარკინიგზო ტრანსპორტიდან  ე.წ ДГК-დან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. 

მსგავსი სიახლეები