რეჟიმის შურისძიება მედიაზე - "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტს პარლამენტში შესვლა 6 თვით აეკრძალა

რეჟიმის შურისძიება მედიაზე - კრიტიკული კითხვები დასჯადია. ტვ პირველის გამომძიებელ ჟურნალისტს 6 თვით აეკრძალა პარლამენტში შესვლა და ინტერვიუების ჩაწერა. ეს სასჯელი ნატა ქაჯაიას ჰამლეტ სხულუხიასთვის კითხვების დასმის გამო დააკისრეს. სწორედ სხულუხიაა ის ჩინოვნიკი, რომელმაც დათვალა, რომ საპროსტესტო აქციების დროს პარლამენტმა 98 ათასი ლარის ზიანი მიიღო.
"შაბათის ეთერში" გასულმა რეპორტაჟმა ოცნება წყობიდან გამოიყვანა. არადა პარლამენტის სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი ვერ ამბობდა, როგორ დააზიანეს აქციის მონაწილეებმა შენობის გარედან, შიდა სივრცეში არსებული კონდიცირების სისტემა. იქ მხოლოდ დაზარალებულად გამოცხადებული ხარებას რაზმები იდგა. კითხვებზე პასუხი რომ ვერ მოძებნეს, ჟუნალისტის დასჯა გადაწყვიტეს.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.