სურამის მე-4 სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია
სურამის მე-4 სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია “პირველებს“ საგანგებო სამსახურში დაუდასტურეს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ხანძრის შედეგად დაშავებული არავინაა.