“რატომ იჭერთ უმიზეზოდ“ - პოლიციამ რუსთაველის გამზირზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ რუსთაველის გამზირზე ერთი პირი დააკავა - კადრებს მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ერთი პირის დასაკავებლად რამდენიმე ეკიპაჟი მოვიდა და კაცი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენეს.
“4 შვილის მამაა, არაფერი დაუშავებია“ - უხსნის ადგილზე მისულ პოლიციას ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც კადრებში ჩანს.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ასევე უცნობია, არის თუ არა დაკავებული პროევროპული აქციების მონაწილე.
“პირველების“ რედაქცია დეტალებს არკვევს.