სუს-ი მღვდლებს უსმენდა - წმინდა სინოდი დუმს

23.09.21 17:35
სუს-ი მღვდლებს უსმენდა - წმინდა სინოდი დუმს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი სკანდალური ჩანაწერების საქმეზე საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

სასულიერო პირები ჯერ არ ამბობენ, რა გეგმა აქვს ეკლესიას. მღვდელმთავრებიჩანაწერების არც იმ ნაწილზე საუბრობენ, სადაც  საეკლესიო პირთა ნაწილი გარყვნილ ქნედებებშია მხილებული. 

მღვდელმთავრებიდან დუმილი მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ, დაარღვია

რაც შეეხება მოსმენებს, თუ ჩვენს სახელმწიფოში ასეთი უკანონო, ტოტალური მიყურადება ხდება, ეს არის დიდი ბოროტება, ასე მოკლედ მინდა, გითხრათ ეს, რაც შეეხება წმინდა სინოდის მოწვევას, დაველოდოთ მოვლენებს - განუცხადა მეუფე გიორგიმ ტვ პირველს.

ამ ეტაპზე სასულიერო პირები არ აკონკრეტებენ, შედგება თუ არა უკანონო მოსმენენის თაობაზე წმინდა სინოდის კრება. საეკლესიო კანონების თანახმად, ეს საქართველოს პატრიარქის პრეროგატივაა.