გამოუშვით მზია ამაღლობელი და კასპის საკრებულოში მომხდარზე, ბრალდებულებთან პრეტენზიები არ მექნება - ოპოზიციონერის შეთავაზება რეჟიმს

28.03.25 12:13
გამოუშვით მზია ამაღლობელი და კასპის საკრებულოში მომხდარზე, ბრალდებულებთან პრეტენზიები არ მექნება - ოპოზიციონერის შეთავაზება რეჟიმს

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" კასპის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროკურატურაში დაიბარეს. ირაკლი მილაძესთან კითხვები სამი წლის წინ, საკრებულოში მომხდარი ამბის შესახებ აქვთ, რა დროსაც მას ფიზიკურად  კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და აპარატის უფროსი გაუსწორდა.

მილაძეს ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. როგორც ირკვევა, ახლა გამოძიებას აინტერესებს, კიდევ აქვს თუ არა პრეტენზიები მილაძეს ბრალდებულ საჯარო მოხელეებთან.

"ძლიერი საქართველოს" წევრი თანახმაა, შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი უკანონდი დაკავებულ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს გაათავსუფლებს.

შემახსენეს, რომ სექტემბერში მიიღო "ოცნებამ" ამნისტიის კანონი და ეხება ამ მუხლს, ჯგუფურ ძალადობას და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი დაცინვა როგორც ჩემი მისამართით, ისე სხვა დატყვევებულის მისამართით, მაგალითად მზია ამაღლობელის მისამართით, რომელიც სილის გაწვნის გამო არის დატყვევებული. კარგად ჩანს იმ ვიდეოში, რომელიც გამოძებამ ამოიღო და ამის საფუძელზე წაუყენა ბრალი ამ ორ მოძალადეს, რომ ცხვირი გამიტეხეს და სისხლი მომდის. შესაბამისად, მაქვს ასევე შეთავაზება, რომ გამოუშვან მზია ამაღლობელი და მერე ამ ორ ადამიანზე თვითონ რაც უნდათ ის უქნიათ, მე არანაირი პრეტენზია არ მექნება. ბრალის წარდგენიდან დღემდე ისინი ისევ რჩებიან სამსახურებში, არ გაუშვიან სასმახურებიდან", - ამბობს მილაშვილი.

"ძლიერი საქართველოს" კასპის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელზე ფიზიკური ანგარიშსწორებსი გამო ბრალდებულები არიან კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და აპარატის უფროსი. მათ ერთი დღეც არ გაუტარებიათ ციხეში, ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მეტიც, დღემდე რჩებიან აღნიშნულ თანამდებობებზე. 


 

მსგავსი სიახლეები