მედია: მიგრანტების ტრეფიკინგი აუქციონის ნავებით - საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

28.03.25 12:28
მედია: მიგრანტების ტრეფიკინგი აუქციონის ნავებით - საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მიგრანტების ტრეფიკინგი აუქციონის ნავებით - საბერძნეთში, სალამინაში 44 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრეფიკინგის ქსელის ერთ-ერთი წამყვანი წევრი იყო.

მედიის ინფორმაციით, ჩამორთმეული გემები, რომლებიც საბაჟო და საპორტო ორგანოების მიერ აუქციონზე იყო გატანილი, კონტრაბანდისტული ჯგუფის მიერ თურქეთიდან საბერძნეთში მიგრანტების გადასაყვანად გამოიყენებოდა.

  • კრიმინალური ქსელის საქმიანობა სანაპირო დაცვის მიერ ეროვნულ დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით ერთთვიანმა გამოძიებამ გამოავლინა. 

როგორც მედია აღნიშნავს, დაკავებული ქართველი 2018 წლიდან, მიგრანტებისა და ნარკომანიის საკითხებში, საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურების ეჭვმიტანილთა სიაშია შეყვანილი. ის სახლისა და ბიზნესის ჩხრეკის დროს დააკავეს და გამომძიებელ მოსამართლეს წარუდგინეს. დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

გამოძიებამ აჩვენა, რომ სულ მცირე ოთხი ხომალდი, რომლებიც დაკავშირებული იყო ტრეფიკინგის რგოლთან, თავდაპირველად საბერძნეთის ხელისუფლებამ მეპატრონეებს ჩამოართვა და აუქციონზე გაიტანა, თუმცა ისინი კვლავ ადამიანებით მოვაჭრეების საკუთრებაში გადავიდა. ხელისუფლების მრავალთვიანი გამოძიების შედეგად ადამიანებით ვაჭრობის რგოლების მიერ ნავების ხელახალი გამოყენების სულ მცირე ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები