"ოცნება" VISA და Mastercard-ის შემცვლელ საბარათე სისტემაზე მუშაობს - ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ რეჟიმს მოსალოდნელი ფინანსური სანქციების ეშინია

28.03.25 13:15
"ოცნება" VISA და Mastercard-ის შემცვლელ საბარათე სისტემაზე მუშაობს - ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ რეჟიმს მოსალოდნელი ფინანსური სანქციების ეშინია

 

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადასტურა, რომ მუშაობენ პროექტზე, რომელიც  საერთაშორისოდ აღიარებული საბარათე სისტემების გავლენებს შეამცირებს. საუბარია VISA და Mastercard-ის შესახებ, რომლითაც მთელი ცივილური სამყარო სარგებლობს რუსეთის გარდა. 

ეს გულისხმობს, რომ თუ ახალა ამ ბარათებზე გვერიცხება ხელფასი, ვყიდულობთ პროდუქტებს, ტანსაცმელს, ნივთებს, ვიხდით კომუნალურებს, ვაწარმოებთ უცხოეთში გადარიცხვას და პირიქით, ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ეკონომისტები ამბობენ, რომ "ოცნება" შეიძლება დიდი საერთაშორისო ფინანსური სანქციებისთვის ემზადებოდეს.

მათი თქმით, სანქციების შიშით სწორედ პუტინის რეჟიმმა შექმნა საკუთარ ქვეყანაში ადგილობრივი საბარათე სისტემა. 

ეკონომიკომისტების განცხადებით, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა წვდომა საერთაშორისოდ აღიარებულ სისტემებზე შეუწყდეთ.

რუსეთში 2015 წელს გადავიდნენ ამ სისტემაზე, მას შემდეგ რაც 2014 წელს ყირიმში შესვლის შემდეგ დაეწესათ სანქციები რუსულ ბანკებს და ერთადერთი ალტერნავტივა ამ ქვეყანას, როდესაც ის არ არის ინტეგრირებული საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში რჩება ის, რომ თავისი სისტემა გამართოს. შიდა სისტემის გამართვა მხოლოდ იმუშავებს ადგილობრივ ვალუტაზე, ქართულ ლარზე, ისე როგორც რუსეთში რუსულ რუბლზე მუშაობს. ყველაზე ნეგატიური სცენარი თეორიულად არის ის, რომ თუ ჩვენ შეგვეზღუდება წვდომა VISA და Mastercard-ის ბარათებზე, ძალიან ბევრი რაღაცა, რაც ჩვენთვის ახლა ყოველდღიურობა არის, ეს მარტივი გადახდები, უცხოეთიდან რაღაცების გამოწერები, სხვადასხვა სერვისებით სარგებლობა და ა.შ. ამ ყველაფერს საფრთხე შეექმნება, მათ შორის ჩვენი ბარათებით უცხოეთში ტრანზაქციების შესრულების შესაძლებლობას", - ამბობს თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა freebusiness.ge-ის დამფუძნებლი, გიორგი ჩუგოშვილი.

VISA და Mastercard-ის შეზღუდვას მხარს უჭერს "ოცნების" დეპუტატი ვაკო თურნავა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ნათესავია. ვაკო თურნავა არის ასევე იმ კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც ციფრულ გადარიცხვებზე მუშაობს. 

ვაკო თურნავა წარმოადგენს კომპანიებს, რომელიც სწრაფი გადახდების სისტემებზე მუშაობენ და პრინციპში არიან VISA-ს და Mastercard-ის კონკურენტები. შესაბამისად, პირველი რაც შეგვიძლია ვთქვათ, უშუალო ინტერესი გააჩნია ამ ადამიანს ჩემი ვარაუდით. ღია ბანკინგი არის კარგი ინიციატივა, მაგრამ თუ აქ ექნება ადგილი ნეპოტიზმს და ინტერესთა კონფქლიქტს, ამას საბოლოო ჯამში შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს", - აცხადებს ეკონომისტი, გიორგი ხიშტოვანი. 

მსგავსი სიახლეები