თიბისის ახალი ინიციატივა სტუდენტებისთვის - დაზოგე თანხა უნივერსიტეტის კაფეტერიაში

28.03.25 13:01
თიბისის ახალი ინიციატივა სტუდენტებისთვის - დაზოგე თანხა უნივერსიტეტის კაფეტერიაში

თიბისიმ სტუდენტებს კიდევ ერთი განსაკუთრებული ინიციატივა შესთავაზა. ახალი თიბისი ბარათით, სტუდენტებს შეუძლიათ დაიბრუნონ გადახდილი თანხის 10% პარტნიორი უნივერსიტეტების კაფეტერიებში. 

გახსოვდეთ, რომ შეთავაზება მოქმედებს ყოველდღე, თიბისის POS ტერმინალზე გადახდისას. 
უნივერსიტეტები, სადაც შეგიძლია ისარგებლო თიბისის შეთავაზებით: 
•    საქართველოს უნივერსიტეტი
•    ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
•    ევროპის უნივერსიტეტი
•    კავკასიის უნივერსიტეტი (CU)
•    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
•    ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)
•    სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
•    GIPA

ასე რომ, თუ ხარ 18-23 წლის, სტუდენტი, თიბისისგან ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროდუქტი და შეთავაზება შეგიძლია მიიღო. 

აქვე, შეგახსენებთ ახალი თიბისი ბარათის უპირატესობებს, რომელიც სტუდენტებისთვის საუკეთესო არჩევანია. თიბისი ბარათით შეგიძლია: 
•    ნებისმიერ ტერმინალზე ყოველი გადახდისას დააგროვო 0.5%;
•    დააგროვო 2-ჯერ მეტი (1%) შერჩეულ კატეგორიაში - სურსათი, ფარმაცია, საწვავი;
•    საკომისიოს გარეშე გაანაღდო თანხა ნებისმიერი ბანკომატიდან;  
•    გადაიხადო თვეში 5 კომუნალური, საკომისიოს გარეშე;
ახალი თიბისი ბარათის აღება შეგიძლიათ სრულიად უფასოდ, თიბისის მობაილბანკიდან, სულ რაღაც 40 წამში. 

NS


 

მსგავსი სიახლეები